09 ივლ 2026
„ბათუმის თვითმმართველობის ინსტიტუციური მეხსიერება და განვითარების პერსპექტივები“ ამ სახელწოდების პრეზენტაცია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გაიმართა.
პროექტის მიზანი ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა და მუნიციპალური განვითარების საკითხებზე იდეების გაზიარებისთვის მუდმივი პლატფორმის შექმნაა. ღონისძიება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე მაისურაძემ გახსნა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარისა და ახალგაზრდების პერიოდული შეხვედრები არაფორმალურ გარემოში, სადაც მონაწილეები მუნიციპალური განვითარების საკითხებზე საკუთარ ინიციატივებსა და წინადადებებს წარადგენენ. ინკლუზიურმა დასმა „ცისარტყელა“ მინიატურა „ბათუმი“ წარადგინა.
ორგანიზატორების განცხადებით, ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და მათ უფრო აქტიურ ჩართულობას ქალაქის განვითარების პროცესში.