ხვალიდან შავი ზღვის მე-19 ჯაზ - ფესტივალი იწყება

09 ივლ 2026

მელომანებმა კარგად იციან, რომ მაილს დევისი ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკოსად მიიჩნევა. საყვირის ვირტუოზმა კარიერის განმავლობაში არაერთხელ შეცვალა ჯაზის მიმართულება და საფუძველი ჩაუყარა ისეთ მიმდინარეობებს, როგორიცაა კულ ჯაზი, მოდალური ჯაზი და ჯაზ-ფიუჟენი.

სწორედ მისი მუსიკალური მემკვიდრეობის პატივსაცემად წლევანდელი შავი ზღვის ჯაზფესტივალი მისი დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.