აჭარის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

09 ივლ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მიმდინარე პროექტებს ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში გაეცნო. ქობულეთში, ხუცუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, 850 მეტრ მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.

ადგილზე საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულებულია და ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. რეაბილიტირებული გზით 30 ოჯახი ისარგებლებს. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია ხელვაჩაურში, მაჭახლის ხეობაში, სადაც ოთხ ლოკაციაზე საყრდენი კედლების მოწყობა მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში კი სამუშაოები დამატებით ექვს მიმართულებაზე დაიწყება.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, გზების რეაბილიტაცია და უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, განსაკუთრებით იმ ლოკაციებზე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვიზიტორების გადაადგილების მაღალი ინტენსივობაა.