სოფელ ერგეს ახალი საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

09 ივლ 2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეს ახალი საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში აშენდა 200 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების  ბაღი, რომელიც აღსაზრდელებს მომდევნო სასწავლო წლიდან მიიღებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთება და შიდა სარემონტო სამუშაოები.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, რეგიონის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბავშვებისა და მომავალი თაობისთვის უსაფრთხო, ღირსეული და თანამედროვე გარემოს შექმნაა.