ცენტრალური, რეგიონალური და ადგილობრივი საბჭოების გაერთიანებული სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში

09 ივლ 2026

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ცენტრალური, რეგიონალური და ადგილობრივი საბჭოების გაერთიანებული სხდომა გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოში.

სამმხრივ შეხვედრაზე განიხილეს  ქალთა და ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერება, არსებული გამოწვევები და სამომავლო სტრატეგიული ნაბიჯები. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ძირითად მიმართულებებს როგორიცაა საბინაო პოლიტიკა, ადრეული ასაკის ბავშვების მოვლისა და განვითარების სერვისების დანერგვა, ქალების ეკონომიკური გაძლიერება და დეკრეტული შვებულების სისტემის დახვეწა. სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის, უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისიებისა და საბჭოების წარმომადგენლები.