დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში - შეფასებები

09 ივლ 2026

''ნაციონალურ მოძრაობაში'' დაპირისპირება გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი პარტიაში რეფორმატორთა საბჭოს შექმნას და პარტიის თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას გეგმავს, რასაც პარტიაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. 

არსებული ინფორმაციით, თვის  ბოლოს დაგეგმილ ყრილობაზე სწორედ აღნიშნულ საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ. 

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური აქტიურობა ''ქართული ოცნების'' დამსახურებაა, საპარლამენტო უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე საკითხები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ქვეყნის ხელისუფლება ძალისმიერი გზით შეიცვალოს.