09 ივლ 2026
ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს. ისინი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ამის არანაირი ფაქტი არ გააჩნიათ. ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ “ჰააგის დეკლარაციას“, რომელიც საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციასაც მოიცავს.
მმართველ გუნდში მიღებულ რეზოლუციას „ყალბი ნარატივით გაჯერებულს“ უწოდებენ და გარკვეული ძალების პოლიტიკურ ინტერესზე მიუთითებენ.
საპარლამენტო ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ბოლო დროს ქვეყნის მიმართ მიღებული კრიტიკული დოკუმენტები არასწორი მმართველობის შედეგია. ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრის, ჯო უილსონის მიერ იყო მომზადებული დოკუმენტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ მიიღო.
საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. თუმცა კენჭისყრამდე მწვავედ გააკრიტიკა.