09 ივლ 2026
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს გამოცდას პედაგოგები აბარებენ. პირველ სესიაზე მასწავლებლებს და მასწავლებლობის მსურველებს გამოცდა დაწყებითი საფეხურის ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ჩაუტარდათ.
გამოსაცდელებს 4 საათი ჰქონდათ დავალების შესასრულებლად, მათი ნაწილი ტესტებს რთულად, ნაწილი კი საშუალო სირთულის მქონედ აფასებს.
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტების 82 პროცენტი გამოცხადდა. ერთმა გამოსაცდელმა კი დაიგვიანა. ხვალ აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას ჩააბარებენ.
ქვეყნის მასშტაბით წელს 43 ათასზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.