სპორტის მინისტრი მერაბ დვალიშვილსა და ლევან ჩოხელს შეხვდა

09 ივლ 2026

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის, UFC-ის, მებრძოლებს - მერაბ დვალიშვილსა და ლევან ჩოხელს შეხვდა. მინისტრმა მერაბ დვალიშვილს ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა და 11 ივლისს RAF-ის ღონისძიებაზე წარმატება უსურვა.

შალვა გოგოლაძემ ლევან ჩოხელს UFC-ში სადებიუტო ბრძოლის მოგება მიულოცა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში UFC-ის ღონისძიების მასპინძლობის პერსპექტივებზეც.

მერაბ დვალიშვილი UFC-ის ყოფილი ჩემპიონია, მან საჩემპიონო ქამარი სამჯერ დაიცვა, 11 ივლისს კი RAF-ის ღონისძიების ფარგლებში ამერიკელ ჰენრი სეხუდოს შეხვდება. ხოლო ლევან ჩოხელს UFC-ში დებიუტი წელს ჰქონდა, მან სადებიუტო ბრძოლაში ლეონ შაჰბაზიანი დაამარცხა.