ქართული კინოსადმი მიძღვნილი ახალი წიგნების პრეზენტაცია

09 ივლ 2026

„ქართული კინო 1940-1960“ და „ქართული კინო 1960-1970“ - ეროვნულ სასახლეში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ ქართული კინოსადმი მიძღვნილი ახალი წიგნების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე სარედაქციო ჯგუფის წევრებმა გამოცემების კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ახალი წიგნები ათწლეულების მიხედვით შექმნილი იმ სერიის ნაწილია, რომელიც 2020 წლიდან გამოიცემა. 

წიგნები დაინტერესებული მკითხველისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტურ წყაროს წარმოადგენს, რადგან მათში ქართული კინოს განვითარების სხვადასხვა ეტაპი, ფილმების შექმნის ისტორია და კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი საქმიანობაა აღწერილი. 

გამოცემების მთავარი რედაქტორები მანანა ლეკბორაშვილი და ქეთევან ტრაპაიძე არიან.