,,ახალი ჰორიზონტი“ - ფილმის პრემიერა

09 ივლ 2026

,,ახალი ჰორიზონტი“ - ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრემიერაც ბათუმში გაიმართა. ფილმი ურბანისტისა და არქიტექტორის შორენა წილოსანის ხელმძღვანელობით შეიქმნა, რეჟისორი ზვიად სირაბიძეა.  

„ახალი ჰორიზონტი“ საქართველოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, მის უნიკალურობასა და მომავალი თაობებისთვის მისი დაცვისა და შენარჩუნების აუცილებლობას ეძღვნება. ფილმი წარმოაჩენს იმ კულტურულ ფასეულობებს, რომლებიც საქართველოს იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ხაზს უსვამს მათი შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობას.

ფილმი დაჯილდოებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდოთი.