გიდების გადამზადების პროგრამა დასრულდა

09 ივლ 2026

აჭარაში დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა დასრულდა. კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. სამთვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში ბათუმის ტურის მიმართულებით 30-ზე მეტმა დამწყებმა გიდმა გაიარა სპეციალური გადამზადება.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა შეისწავლეს ტურიზმის განვითარების ისტორია, საქართველოში არსებული ტურიზმის მიმართულებები, ექსკურსიამცოდნეობა, გიდის პროფესიული საქმიანობის საფუძვლები, ტურის დაგეგმვის პრინციპები, გიდისთვის მნიშვნელოვანი დაწესებულებები, ორგანიზაციები და ინტერნეტ რესურსები.

პროგრამა ასევე მოიცავდა გიდის ფსიქოლოგიას, ბათუმის განაშენიანებისა და არქიტექტურის თავისებურებებს, ქალაქის ტურისტულ მარშრუტებსა და პირველადი დახმარების საბაზისო საკითხებს.

სასწავლო კურსი აერთიანებდა თეორიულ ლექციებს და პრაქტიკულ, გასვლით ტრენინგებს. გიდების გადამზადების პროგრამა აპრილში დაიწყო.