ხვალიდან შავი ზღვის მე-19 ჯაზფესტივალი იწყება

09 ივლ 2026

ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს მასპინძლობს. ხვალიდან ბათუმის კორტები მსოფლიო დონის მუსიკოსებსა და ჯაზის მოყვარულებს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალი ჯაზის ლეგენდის, მაილს დევისის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

გახსნის კონცერტზე სპეციალური საიუბილეო პროგრამით წარდგება დრამერი და პროდიუსერი ვინს უილბერნ ჯუნიორი, რომელიც მაილს ელექტრიკ ბენდთან ერთად მაილს დევისის მუსიკალურ მემკვიდრეობას საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულებს.

ფესტივალის ფარგლებში მელომანები ასევე მოუსმენენ ამერიკელ არენბის შემსრულებელს ერიკ ბენესა და გრემის მრავალგზის ნომინანტ ფანკ-ჯაზ ჯგუფ გოსთ ნოუთს.

ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ბათუმში სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ არტისტებს აერთიანებს და ქალაქს ზაფხულის კულტურულ ცენტრად აქცევს, აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.