09 ივლ 2026
ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თბილისის 39-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო.
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
გამოცდები ორ სესიად ტარდება. საგამოცდო პროცესი 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.