ლელო ძლიერი საქართველო ამბასადორ-აილენდის მშენებლობაზე

08 ივლ 2026

ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ 2025 წლის 6 მაისს სპეციალური განკარგულებით კომპანია ამბასადორ-აილენდს ბათუმში ე.წ. ხელოვნური კუნძულისთვის ქობულეთში 20 ჰექტარ ტერიტორიაზე 1,5 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალა  ლიცენზიის გარეშე გააქვს და ასევე ხაზს უსვამს რომ ამ მოქმედებით ნადგურდება ადგილობრივი ბუნებრივი გარემო და საფრთხე წარმოიქმნება მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ოჯახებისთვის და შესაბამისი დასკვნების და დოკუმენტაციის გასაჯაროებას ითხოვენ: ამბასადორ აილენდში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ არსებობს დადგენილება, რომლის მიხედვითაც მათ აქვთ კანონიერი უფლება და ყველა შესაბამისი დადგენილება, რათა მოიპოვონ ინერტული მასალა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სოფელ კვირიკეში კარიერიდან, ხოლო ამ დოკუმენტების ნახვა ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, რადგან ინტერნეტ სივრცეში საჯაროდ გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილებაა.