08 ივლ 2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ბაქოში, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
მინისტერიალზე მხარეებმა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ძირითადი ანგარიშები დაამტკიცეს. პროექტის სამომავლო ნაბიჯების განსასაზღვრად კი დეტალური სამოქმედო გეგმა შემუშავდა.
მარიამ ქვრივისვილის განცხადებით, მინისტერიალზე მხარეებმა არსებულ შესაძლებლობებზე იმსჯელეს, თუ რამდენად მზარდია რეგიონის როლი ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით. მისივე განმარტებით, საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, განვითარების ახალ ფაზაში გადავიდა.
ღონისძების ფარგლებში მხარეებმა ევროკავშირის ინსტიტუტებს ერთობლივი წერილით მიმართეს, რომელშიც ხაზი გაუსვეს პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მისი განვითარებისთვის თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას. მინისტერიალის ფარგლებში დამტკიცდა GECO Power Company-ის ბიუჯეტი, ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია მარეგულირებელი თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნა.