ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360˚“ პრეზენტაცია გაიმართა

08 ივლ 2026

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360˚“ პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ჟურნალი მოწვეულ სტუმრებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა.

ღონისძიების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მისიასა და იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო პროცესების განვითარებასა და გაძლიერებას ემსახურება. მისი თქმით, არჩევნების ადმინისტრირებასთან ერთად, დამოუკიდებელი საარჩევნო ინსტიტუციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, აღნიშნული მიმართულება განსაზღვრულია საარჩევნო ადმინისტრაციის 2023–2026 წლების სტრატეგიული გეგმით, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტსაც სწორედ საარჩევნო გარემოს განვითარება წარმოადგენს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საარჩევნო საკითხებზე პროცესში ჩართული მხარეებისა და ფართო საზოგადოების დროულ და სრულყოფილ ინფორმირებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პერიოდული გამოცემა „არჩევნები 360˚“, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას შესთავაზებს