08 ივლ 2026
პარტია ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარის არჩევნებს, რომელიც ჯერ არ გამართულა გამოეხმაურნენ ოპოზიციურ პარტიასა და მმართველ გუნდში.
თავმჯდომარეობის კონკრეტული კანდიდატი ცნობილი არ არის და ამის შესახებ კომენტარს პარტიაში არ აკეთებენ, თუმცა ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ვინც არ უნდა იყოს თავმჯდომარე მაინც ფორმალური იქნება, რადგან პარტია მიხეილ სააკაშვილის იყო და არის.
ხელისუფლების ოპონენტები კი ირწმუნებიან, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლას „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს, არჩევნებსა და პარტიის შიდა გარჩევებზე საუბარს კი არასერიოზულად მიიჩნევენ.