08 ივლ 2026
ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც საერთაშორისო არენაზე საქართველოს წინააღმდეგ დღის წესრიგს აქტიურად ლობირებს - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო პლატფორმებზე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება.
შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი წარადგინა.
პროექტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.