მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება - მაკა ბოჭორიშვილი

08 ივლ 2026

„ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის მიღმა: სტრატეგიული გაურკვევლობის ეპოქაში ორიენტირება“ - საგარეო საქმეთა მინისტრმა, თურქეთის რესპუბლიკაში „მოკავშირეები ანკარაში“ ღონისძიების ფარგლებში პანელურ დისკოსიაში მიიღო მონაწილეობა.

მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას  ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ნატო-ს მრავალწლიან პარტნიორობაზე და აღნიშნა, რომ ალიანსმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, ხოლო საქართველო აქტიურად იყო ჩართული ალიანსის მისიებსა და ოპერაციებში.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა არსებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტზე და აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა მზარდია, ხოლო საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის დაკავშირებადობისა და ეკონომიკური მარშრუტების განვითარების მიმართულებით.