08 ივლ 2026
„გოდოს მოლოდინში“ - ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართა. ერთმოქმედებიანი სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე შედგა. რა ემართება კაცობრიობას, რომელიც მეორედ მოსვლის მოლოდინშია.
რეჟისორი გიორგი ჩაკვეტაძე იმ თემას შეეხო, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა. მაყურებელთა ემოციები და უწყვეტი ტაში იყო საღამოს კულმინაცია.
წარმოდგენა სამუელ ბეკეტის ამავე სახელწოდების პიესას ეყრდნობა, რომელიც აბსურდის თეატრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლება.
სპექტაკლში მოვლენები ერთი შეხედვით უმოქმედოდ იწყება, თუმცა სწორედ მოლოდინის პროცესში იშლება პერსონაჟების შინაგანი სამყარო, მათი განცდები და ადამიანური ურთიერთობები.
მაყურებელს სპექტაკლის ნახვა დღეს 19 საათზეც შეეძლება.