თურქეთის დედაქალაქში ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ალიანსის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა - არიან დაკავებულები

06 ივლ 2026

თურქეთის დედაქალაქში ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ალიანსის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა, სადაც 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. თურქეთის კომუნისტური პარტიის მიერ ორგანიზებული აქცია, სტამბოლშიც გაიმართა.

დემონსტრანტები ქვეყანაში ნატო-ს სამიტის ჩატარებას აპროტესტებენ და ალიანსს „მკვლელს“ უწოდებენ.

მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა ანკარაში დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ცნობისთვის, 7-8 ივლისს ანკარაში ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელსაც ალიანსის 32 წევრი ქვეყნის ლიდერი დაესწრება.