,,ჩვენებურების“ კონცერტი ბურსაში

06 ივლ 2026

თურქეთში, ქალაქ ბურსაში  საერთაშორისო  ფოლკლორული ფესტივალი ,,ჩვენებურების“ დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართა.  ღონისძიება  აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა და იგი  ცნობილი ქართველი ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის  85 წლის იუბილეს მიეძღვნა. 

ფესტივალზე აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,არსიანი" და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ სრული საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ

კონცერტში მონაწილეობდნენ ასევე ინეგოლის კავკასიური ფოლკლორის ასოციაციასთან არსებული ანსამბლი ,,ჩვენებურები" და ორჰანგაზის კავკასიურ-ქართული ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციაციასთან არსებული ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ოქრო".

ფესტივალი „ჩვენებურები“ მარმარას კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციის ორგანიზებით 2001 წლიდან იმართება და მისი მიზანი  ქართული კულტურის, ფოლკლორის, ტრადიციების დაცვა, წარმოჩენა და მომავალი თაობებისთვის გადაცემაა.

ასევე, ხელს უწყობს საქართველო-თურქეთს შორის არსებული მეგობრული და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.