ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

06 ივლ 2026

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება. ამ დღეს, დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც, ბრალდებული ელისაშვილი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს. შემდეგ მოსამართლე გიორგი გელაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულ პოლიტიკოსს სასამართლოში დაბრუნებისა და საბოლოო სიტყვის თქმის შესაძლებლობა მისცა.  დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს, დაცვის მხარე კი, ელისაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებაში მის გამართლებას. ელისაშვილისთვის წარდგენილი ბრალი 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.