06 ივლ 2026
8 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ,,ჰააგის დეკლარაციას’’ უყრის კენჭს , რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს შეიცავს და რომლის მთავარი ინიციატორიც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯო უილსონია.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საიტზე გამოქვეყნებულ რეზოლუციაში ის საკითხებია ჩამოთვლილი, რის გამოც საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს, მათ შორის საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე გაყალბების ნიშნებზე. ასევე ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის საარჩევნო უბნებზე ხელის შეშლის ფაქტების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე. როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული , ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ბოლო პერიოდში საქართველოში მიღებულ კანონებს გმობს. რეზოლუციის პროექტი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეაფასეს.
როგორც “ქართული ოცნებაში” განმარტეს, არც ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ აპირებენ. ოპოზიცია კი რეზოლუციაში ჩამოთვლილ საკითხებზე პასუხისმგებლობას ,,ქართულ ოცნებას’’ აკისრებს.