ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური  ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება - პოლიტიკური შეფასებები

06 ივლ 2026

ოპოზოცია მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ამ ტიპის მოდელები ბევრ საერთაშორისო პორტში მუშაობს, თუმცა კითხვები აქვთ გადაწყვეტილების იმ ნაწილთან, სადაც პროექტის მონაწილეებად მხოლოდ აზიის ქვეყნები მოიხსენიება. მათი თქმით, მნიშვნელოვანია  ანაკლიაში ინვესტიციები დასავლეთის ქვეყნებმაც განახორციელონ.

ისეთი სტრატეგიული ობიექტი როგორიც ანაკლიაა რჩება სახელმწიფო საკუთრებაში, ერთნაირად მისაღებია როგორც ოპოზიციისთვის, ისე უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის. გამონაკლისია  ,,ლელო ძლიერი საქართველო“. 

პარტიაში მიაჩნიათ, რომ ანაკლიის პორტი არის ტყუილების ათწლიანი კასკადი. პარტია ანაკლიის პორტთან დაკავშირებით,  საკუთარ კონკრეტულ გეგმავს კიდევ ერთხელ ახმოვანებს.