ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება 

06 ივლ 2026

ბაჩო ახალაიას საქმეზე, რომელიც ხელისუფლების დამხობის შესახებ მის მიერ სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებას ეხება, განაჩენი დღეს გამოცხადდება.     სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული. დღეს პროცედურულად საბოლოო სიტყვა უნდა თქვას ბაჩო ახალაიამ, თუმცა ცნობილია, რომ  თავდაცვის ყოფილი მინისტრი  ამ უფლებით არ ისარგებლებს.

"მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს" - ბაჩო ახალაიას ბრალი სასამართლოზე ნათქვამი  ამ ფრაზისთვის  წაუყენეს. 

გამოძიება მიმდინარეობს მუხლით, რომელიც  გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.