ბათუმში, ზღვაში დაკარგულ კაცს ეძებენ 

06 ივლ 2026

ბათუმში, ზღვაში დაკარგული 23 წლის კაცის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მეგობართან ერთად ზღვაში გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე, მაშველების გაფრთხილების მიუხედავად შევიდა, რის შემდეგაც იგი გაუჩინარდა.

როგორც დაკარგულის ახლობლები ყვებიან, მაშველებმა ერთი ახალგაზრდის გადარჩენა შეძლეს, მეორის წყლიდან გამოყვანა კი ვეღარ მოხერხდა.

დაკარგულის ოჯახი შესაბამის სტრუქტურებს თხოვნით მიმართავს, სამძებრო პროცესში ჩაერთოს ყველა არსებული საშუალება, რომ დროულად იპოვონ წყალში გაუჩინარებული ახალგაზრდა. 

ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ბათუმის ბულვარის ცენტრალურ სანაპიროზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.