ერთიანი ეროვნული გამოცდები ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება

06 ივლ 2026

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი.

ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ოთხმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.