05 ივლ 2026
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიზნები, სერვისები და პროგრამები სამეგრელო-ზემო სვანეთში ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებს გააცნეს.
დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალმთიან რეგიონებში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას, ასევე სასტუმრო-სარესტორნო სფეროში კვალიფიციური კადრების მოძიებისა და პროფესიული გადამზადების მნიშვნელობას.
სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი პარტნიორებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს რეგიონში შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების, დამსაქმებელთა საჭიროებებისა და დასაქმების მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესახებ.