გამოეყოფა თუ არა ოპოზიციურ ალიანსს „ნაციონალური მოძრაობა“

05 ივლ 2026

გამოეყოფა თუ არა ოპოზიციურ ალიანსს „ნაციონალური მოძრაობა“ – გადაწყვეტილების მიღება პარტიას, დიდი ალბათობით, უახლოეს პერიოდში მოუწევს. ოპოზიციურ ერთობასთან გამწვავებული ურთიერთობის პარალელურად აქტუალობას არ კარგავს შიდა პარტიული დაპირისპირებაც.
ყოფილი მმართველი პარტია ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება. ბოლო 6 წელში პარტია უკვე მეხუთე თავმჯდომარეს ირჩევს. ამ პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიის წევრების ნაწილისთვის მიუღებელია. პრეტენზიებია მმართველობის სტილთან. ბოლო დღეებში აღიარებაც  მოვისმინეთ, ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ამბობს, რომ თავის დროზე ლევან ხაბეიშვილი პოსტიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ წასულა და ის  ინგლისურის არ ცოდნის გამო გაუშვეს.