05 ივლ 2026
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბურსას სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, იბრაჰიმ ბურქაის შეხვდა.
მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონებს შორის პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია აჭარის პოტენციალის სრულად ათვისება ტვირთბრუნვის ზრდის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისა და ლოგისტიკური მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკას. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესსექტორის მხარდაჭერა, ახალი კონტაქტების დამყარება და საქმიანი ვიზიტების განხორციელება პარტნიორობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.