04 ივლ 2026
რუსებით მოვიდა ხელისუფლებაში, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ „პრეზიდენტი პუტინი სიტყვის კაცია.“
ანანიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „შინაარსით რუსეთის მეფისნაცვალი იყო საქართველოში“
„რუსებით მოვიდა ხელისუფლებაში, (ივანოვი ახსოვს ყველას) თავადაც შეასრულა სიტყვა პუტინთან, ზედაპირულად ანტირუსული - შინაარსით რუსეთის მეფისნაცვალი იყო საქართველოში!“ - წერს ანანიძე.