04 ივლ 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას მარმარას კავკასიის ქართული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი და თურქეთის სხვადასხვა ქალაქში მოქმედი ქართული საზოგადოებების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკას, ასევე - სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობა მზად არის, დიასპორასთან ერთად განახორციელოს ახალი ინიციატივები, ხელი შეუწყოს ქართული ენისა და ტრადიციების პოპულარიზაციას და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული კავშირების გაძლიერებას.
დელეგაციის წევრებმა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები მოინახულეს, მათ შორის, პანორამული მუზეუმი და შვიდასწლოვანი სოფელი ბურსის პროვინციაში, რომელიც 2014 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.