თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

04 ივლ 2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ბრალდებით დაკავებული გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მსჯელობენ. ვინაიდან ბრალდებული არასრულწლოვანია, პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესს ესწრება ბრალდებულიც.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილს, გიორგი მალანიას ბრალდება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ბრალდებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  დანაშაულების ჩადენისთვის სამი პირი უკვე მსჯავრდებულია.