ძლიერი სიცხის შედეგად საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში 3700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

03 ივლ 2026

ძლიერი სიცხის შედეგად საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში 3700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნული ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მონაცემები წინასწარია და შესაძლოა სიკვდილიანობის რიცხვი გაიზარდოს.

ექსპერტების განცხადებით, რეკორდულმა სიცხის ტალღამ, რომელმაც პიკს 20-28 ივნისს მიაღწია, ევროპაში არაერთი პრობლემა შექმნა, მათ შორის, შეფერხდა ელექტროენერგიის წარმოება, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და ასევე გამოიწვია ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვა.

სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საფრანგეთში დაფიქსირდა, მაღალ სიცხეს 2025 ადამიანი ემსხვერპლა.