ევროკავშირმა, ალექსეი ნავალნის სიკვდილში მონაწილე 6 პირს სანქციები დაუწესა

03 ივლ 2026

ევროკავშირმა, ალექსეი ნავალნის სიკვდილში მონაწილე 6 პირს სანქციები დაუწესა. ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქცირებულ პირთა შორის უმეტესობა მეცნიერები და მკვლევარები არიან, რომლებიც ნავალნის სიკვდილის გამომწვევი ტოქსინის შექმნაში მონაწილეობდნენ.

ევროპული საბჭოს განცხადებით, „ევროკავშირი კვლავ სრულად ერთგულია ქიმიური იარაღის გავრცელებისა და გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაში და ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, შენახვისა და გამოყენების აკრძალვისა და მისი განადგურების შესახებ კონვენციით გათვალისწინებული დებულებების მხარდაჭერის მიმართ.