ხულოს მერიაში მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

03 ივლ 2026

ხულოს მერიაში მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. საბჭო 17 ახალგაზრდისგან შედგება და მისი მიზანი ახალგაზრდების ინტერესებისა და ინიციატივების მხარდაჭერა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაა.

დღეს მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე დაესწრო. სხდომის ფარგლებში საბჭოს წევრებმა თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე აირჩიეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საბჭოს სამომავლო საქმიანობის მიმართულებებსა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ თანამშრომლობის პერსპექტივებზე.