03 ივლ 2026
უკრაინის რამდენიმე ქალაქში რუსული ძალების იერიშების შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, დაღუპულთა შორის 1 ბავშვია.
უწყების ცნობით, თავდასხმები განხორციელდა სუმის ოლქის რომენის რაიონსა და დნეპროპეტროვსკის ოლქზე. სუმის ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსულმა მხარემ დრონებით ოთხჯერ შეუტია ავტოგასამართ სადგურებს.
დნეპროპეტროვსკის ოლქში კი დაზიანებულია სახლები, სასწავლო დაწესებულებები, საწარმოები და ავტოგასამართი სადგურები.