კულტურის მინისტრის მოადგილის სამუშაო ვიზიტი ბრაზილიაში

03 ივლ 2026

ბრაზილიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა რიო-დე-ჟანეიროს შტატის კულტურისა და შემოქმედებითი ეკონომიკის სახელმწიფო მდივანს, დანიელე ბაროსს შეხვდა. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე ვიზიტის პერიოდში, საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. 

მხარეებმა კულტურის სხვადასხვა მიმართულებით ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.

ყურადღება გამახვილდა კინოს, თეატრის, სამუზეუმო, ლიტერატურული და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერის საკითხებზე.