სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დრონის ოპერატორად გადამზადების სპეციალური პროფესიული კურსი გაიარეს

03 ივლ 2026

დრონის ოპერატორად გადამზადების სპეციალური, ორთვიანი პროფესიული კურსი გაიარეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა.

კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, მათ შორის: საფრენი მარშრუტების დაგეგმვას, ფრენის კონტროლს, დაკვირვებას, ძებნა-დევნის ოპერაციებსა და მონაცემთა შეგროვებას დღის და ღამის პერიოდში.

უწყების ინფორმცაიით, გასულ წელს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანაპირო ზოლის კონტროლის პროცესში დრონები სატესტო რეჟიმში გამოიყენეს.

თვის ბოლოდან სანაპირო ზოლის კონტროლის პროცესში დრონების გამოყენება აქტიურად დაიწყება.