„ბოჰემურები“ - პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში

03 ივლ 2026

ბათუმის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლ “ბოჰემურების” პრემიერა შედგა. პრემიერა თეატრის 147-ე თეატრალური სეზონის ფარგლებში გაიმართა.

ახალი სპექტაკლი რეჟისორმა ირაკლი კავსაძემ დადგა. საპრემიერო ჩვენებისთვის მსახიობები 25 დღის განმავლობაში ემზადებოდნენ.  

დასმა მაყურებელს უსიტყვო ქორეოგრაფიული სპექტაკლი წარუდგინა, მასში გაერთიანებული იყო სხვადასხვა ეპოქისა და მითოლოგიის ცნობილი სახეები.