03 ივლ 2026
რუსული ძალების მიერ კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 90-ზე მეტი პირი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, სამძებრო-სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს, მათ შორის დარნიცკის რაიონში, სადაც იერიშის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ ჩამოინგრა. მაშველები დაღუპულთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება. განადგურებულ ობიექტებს შორისაა „წითელი ჯვრის" ლოგისტიკის ცენტრი, სადაც ორგანიზაციის ინფორმაციით, დაიწვა ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილი 320 ათასი ერთეული ნივთი და 1,8 მილიონი დოლარის ღირებულების დანადგარები, მათ შორის სამედიცინო და გენერატორები.
კიევში 3 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა, ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშებია დაშვებული.