03 ივლ 2026
დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატებისთვის ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ცალმხრივი ურთიერთობის გაგრძელება აბსურდულია. აშშ-ის პრეზიდენტმა შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც თანდართულია ნატო-ში ალიანსის წევრი ქვეყნების ფინანსური წვლილის დიაგრამა, რომლის მიხედვითაც შტატების დანახარჯი სხვა წევრ სახელმწიფოებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ ცალმხრივი გზის გაგრძელება აბსურდულია, როდესაც ურთიერთობა ორმხრივი არ არის.