ირანის პარლამენტის სპიკერი - აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ და დაკრძალვის ცერემონიას 100 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება

03 ივლ 2026

ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ და დაკრძალვის ცერემონიას 100 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება. ირანის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, დამსწრეთა შორის იქნებიან სახელმწიფოს მეთაურები, პარლამენტის თავმჯდომარეები, საგარეო საქმეთა მინისტრები და მთავრობის სპეციალური წარმომადგენლები.

ესმაილ ბაღაის თქმით, ხსოვნისა და გამოსამშვიდობებელი ცერემონია 3 ივლისს დილის 8 საათზე დაიწყება, რომელიც 4-5 ივლისს თეირანში გადაინაცვლეს. დაკრძალვის პროცესია კი დედაქალაქში 6 ივლისს, ქალაქ ყუმში 7 ივლისს, ბოლო პროცესია კი ქალაქ მაშჰადში 9 ივლისს გაიმართება.

ირანის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეის, მაშჰადში, იმამ რეზას წმინდა სალოცავში დაკრძალავენ.