03 ივლ 2026
2 ათასზე მეტი მეხანძრეა ჩართული საფრანგეთში ტყის ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო რეგიონებში, ხანძრის გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმაც შეუწყო.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ტყის ხანძრების შედეგად ქვეყანაში უკვე 8700 ჰექტარი ტერიტორიაა დამწვარი.
გარდა ამისა, ხანძარი მძვინვარებს ესპანეთში, კუნტისის მუნიციპალიტეტში, სადაც ხელისუფლებამ მოსახლეობა გაუარესებული გვალვის ფონზე ტყის ხანძრების გაჩენის მაღალი რისკის შესახებ გააფრთხილა.