სპორტის მინისტრი ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

03 ივლ 2026

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტ მარკ ვენტულაკისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სპორტული ჟურნალისტიკის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მარკ ვენტულაკი ასოციაციის პრეზიდენტად წელს აირჩიეს და პრეზიდენტის რანგში პირველი საერთაშორისო ვიზიტით იგი სწორედ საქართველოში იმყოფება.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროპის ასოციაციასთან თანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებს. 

სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გიგა გვენცაძე და საქართველოსა და ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გენერალური მდივანი ზურა თალაკვაძე ესწრებოდნენ.