03 ივლ 2026
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის მეორე ტურში მსოფლიო ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკას შეხვდა და 5:33 დამარცხდა. ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ლუკა ტაბატაძის მიერ დადებული ლელოთი გახსნა.
მიღებული ლელოს შემდეგ სამხრეთ აფრიკამ ტემპს მოუმატა, უფრო აგრესიულად ათამაშდა, პირველი ნახევრის ბოლომდე ორი ლელო დადო და ტაიმი მსოფლიო ჩემპიონებმა 12:5 მოიგეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრები მიღებული ჯარიმების გამო მოედანზე 13 კაცით იყო დარჩენილი, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონებმა კი ეს შანსი გამოიყენეს და ჩვენი გუნდი საბოლოოდ 33:5 დაამარცხეს.