მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩები

03 ივლ 2026

მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგ მეთექვსმეტედ ფინალურ მატჩში პორტუგალიამ ხორვატია 2:1 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ივან პერიშიჩმა ხორვატია დააწინაურა.

67-ე წუთზე ხორვატების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კრიშტიანო რონალდომ ზუსტად დაარტყა და მსოფლიო ჩემპიონატების პლეიოფში პირველი გოლი გაიტანა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი გონსალო რამუშმა ლეაოს გადაცემის შემდეგ თავური დარტყმით პორტუგალიელები დააწინაურა და მერვედფინალის საგზური მოუტანა, სადაც მათი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება, რომელმაც თავის მხრივ ავსტრია 3:0 დაამარცხა.

მატჩი 6 ივლისს, 23:00 საათზე გაიმართება. მესამე შეხვედრაში კი შვეიცარიამ ალჟირი 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში ითამაშებს.