საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

03 ივლ 2026

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში უკრაინის ნაკრებთან დამარცხდა და მუნდიალზე გასვლის შანსი გაირთულა. გუნდს სანდრო მამუკელაშვილი ამ შეკრებაზე ვერ ეხმარება, ჩვენი გუნდი უკრაინასთან პირველივე ტაიმში მარკის რიდის გარეშე დარჩა, რომელიც არასპორტული ფოლისთვის გააძევეს. საქართველომ პირველი პერიოდი 27:30 დათმო, მიუხედავად იმისა, რომ რიდმა გუნდს 15 ქულა შესძინა. მეორე პერიოდში კი ის მეტოქესთან ჩხუბისთვის გააძევეს.

უკრაინამ საქართველოს ოთხივე პერიოდი მოუგო და გამარჯვებაც დამაჯერებლად იზეიმა - 95:76. 

მარკის რიდი საქართველოს ნაკრებში 18 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო. 13 ქულა ჰქონდა თორნიკე შენგელიას, 8 გოგა ბითაძეს და რატი ანდრონიკაშვილს, ხოლო დუდა სანაძეს - 10. საქართველოს ნაკრები 2 მოგებით და 3 წაგებით ჯგუფში მესამე ადგილზეა და ბოლო ტურში 5 ივლისს, ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდს გასვლა გარანტირებული აქვს, მაგრამ ვინაიდან იქ პირველ ჯგუფში ნაჩვენები შედეგები გადადის, საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი საკმაოდ მცირეა.